1. როდესაც 3.16 მუხლის შესაბამისად (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები), წარმოშობის სერტიფიკატი არ არის წარდგენილი იმპორტიორ საბაჟოზე იმპორტის დროს იმპორტიორის მოთხოვნით, იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დააკისრონ მოქმედი არაპრეფერენციული საბაჟო გადასახადები, ან მოითხოვონ აღნიშნულ საქონელზე საბაჟო გადასახადების სრულო ოდენობის ეკვივალენტური გარანტია, იმ პირობით, თუ იმპორტიორი იმპორტის დროს ფორმალურად განუცხადებს საბაჟო ორგანოებს, რომ აღნიშნული საქონელი კვალიფიცირებულია, როგორც წარმოშობის მქონე საქონელი.
2. იმპორტიორმა შეიძლება მოითხოვოს ზედმეტად დაკისრებული საბაჟო გადასახადების ან გადახდილი გარანტიის ანაზღაურება, თუ ისინი შეძლებენ წარადგინონ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაშ