მუხლი 17. იმპორტის საბაჟო გადასახადების ანაზღაურება ან დეპოზიტი
თავი 3 — წარმოშობის წესები
როდესაც მე-16 მუხლის შესაბამისად (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები), წარმოშობის სერტიფიკატი არ არის წარდგენილი იმპორტიორი მხარის საბაჟოზე იმპორტის განხორციელების დროს, იმპორტიორის მოთხოვნისთანავე იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დააკისრონ მოქმედი არაპრეფერენციული საბაჟო გადასახადები, ან მოითხოვონ აღნიშნულ საქონელზე საბაჟო გადასახადების სრულო ოდენობის ეკვივალენტური გარანტია იმ პირობით, თუ იმპორტიორი იმპორტის განხორციელების დროს ფორმალურად განუცხადებს საბაჟო ორგანოებს, რომ აღნიშნული საქონელი კვალიფიცირებულია, როგორც წარმოშობის მქონე საქონელი.
იმპორტიორმა შეიძლება მოითხოვოს ზედმეტად დაკისრებული საბაჟო გადასახადების ან გადახდილი გარანტიის ანაზღაურება, თუ ისინი შეძლებენ წარადგინონ მე-16 მუხლით (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები) გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია ექსპორტის განხორციელების დღიდან ერთი წლის განმავლობაშ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 3. 17. იმპორტის საბაჟო გადასახადების ანაზღაურება ან დეპოზიტი— მიწოდების რეჟიმები: (1) ტრანსსასაზღვრო მიწოდება (2) საზღვარგარეთ მოხმარება (3) კომერციული წარმომადგენლობა (4) ფიზიკური პირების წარმომადგენლობა
სექტორი ან ქვესექტორი
ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
ეროვნულ რეჟიმთან დაკავშირებული შეზღუდვები
დამატებითი ვალდებულებები
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“, მუხლი 17, №33-HKSAR-1, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4457740/muxli-17/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია