ორივე მხარემ უნდა შექმნას წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემა, რათა უზრუნველყონ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლა, მათ შორის:

ინფორმაცია, რომელიც ეხება სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს;

მე-14 მუხლის (წარმოშობის სერტიფიკატი) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატის მონაცემები, გარდა მე-14 მუხლის (წარმოშობის სერტიფიკატი) 2 (d) ქვეპუნქტისა, რომლებიც დადასტურებულია ექსპორტიორი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ინფორმაცია იმპორტიორი მხარის მიერ მიღებული პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის განხორციელების თაობაზ