თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს, მათ შორის, ინტერნეტში, ზოგადი გამოყენების კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადი ხასიათის ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვრცელდება მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაზე.
თითოეული მხარე შექმნის ერთ ან რამდენიმე საინფორმაციო პუნქტს, რომელსაც დაევალება საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შესულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, და ინტერნეტში გამოაქვეყნებს ინფორმაციას ამგვარი შეკითხვების გაგზავნის პროცედურების შესახებ.
პრაქტიკული შესაძლებლობიდან გამომდინარე, და თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, თითოეული მხარე ინტერნეტში წინასწარ გამოაქვეყნებს ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც არეგულირებენ მხარეთა შორის ვაჭრობას, იმისათვის რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით, დაინტერესებულ პირებს, მიეცეთ თავიანთი შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.
თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სათანადო ინტერვალის დაცვას მხარეთა შორის ვაჭრობის სფეროში ზოგადი ხასიათის ახალი ან შეცვლილი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასა და მათ ძალაში შესვლას შორის.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს მხარეთა შორის ვაჭრობის სფეროში ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთგვაროვან, მიუკერძოებლ და გონივრულ განხორციელებას.
თითოეულმა მხარემ შეძლებისდაგვარად და საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს და განაახლოს შემდეგი:
იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურების აღწერა, მათ შორის გასაჩივრების და განხილვის პროცედურები, რომლებიც აცნობებენ მეორე მხარეს, მოვაჭრეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს იმ პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, რომელიც საჭიროა იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის; და
მის სივრცეში იმპორტის, სივრციდან ექსპორტის და ტრანზიტისთვის საჭირო ფორმები და დოკუმენტები.
როდესაც შესაძლებელია, თითოეულმა მხარემ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს 6(a) პუნქტში მითითებული ინფორმაცია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზ