წინამდებარე თავის მიზნებისთვის:
საბაჟო, საბაჟო კანონმდებლობის განსაზღვრის მიზნებისთვის, ნიშნავს სახელმწიფო სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია საბაჟოსთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტებისა და კანონების ადმინისტრირებაზე და საბაჟო და შიდა გადასახდელების შეგროვებაზე და რომელსაც ასევე გააჩნია პასუხისმგებლობა სხვა კანონებისა და მარეგულირებელი აქტების გამოყენებაზე, რომელიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანსპორტირებას ან დასაწყობებას.
საბაჟო ადმინისტრაცია ნიშნავს:
ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ჰონგ კონგ, ჩინეთის საბაჟოსა და აქციზის ადმინისტრაციას; და
საქართველოს შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს – ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
საბაჟო კანონმდებლობა ნიშნავს იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებს, რომლებიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას, და რომელთა ადმინისტრირება და აღსრულება ექსკლუზიურად საბაჟო ორგანოების ფუნქციაა, და ნებისმიერ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელსაც საბაჟო ორგანოები გამოსცემენ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
საბაჟო პროცედურები ნიშნავს რეჟიმს, რომელსაც მხარის საბაჟო ადმინისტრაცია იყენებს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ;
სატრანსპორტო საშუალებები ნიშნავს სხვადასხვა ტიპის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ახორციელებენ მგზავრების ან საქონლის ტრანსპორტირებას მხარის სივრცეში ან სივრციდა