თითოეული მხარე, თავისი შიდა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ იმპორტიორს, ექსპორტიორს ან ნებისმიერი სხვა პირს, რომლის მიმართაც ვრცელდება საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით გამოტანილი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, ჰქონდეს უფლება:
ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს საბაჟო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, და ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადმინისტრაციული განხილვის დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიმღები პირის ან ორგანოსგან; და
სასამართლო წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისა