თითოეული მხარე აცნობებს თავის მწარმოებლებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს შეინახონ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საქონლის წარმოშობის სტატუსს, ასევე შეასრულონ ამ თავით დადგენილი მოთხოვნები სულ მცირე 3 წლის განმავლობაში ან, თითოეული მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, უფრო დიდხანს.
თითოეული მხარე ითხოვს, რომ მათმა უფლებამოსილმა ორგანოებმა შეინახონ წარმოშობის სერტიფიკატებისა და სხვა დაკავშირებული დამხმარე დოკუმენტები სულ მცირე 3 წლის განმავლობაში, ან, თითოეული მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, უფრო დიდხან