წარმოშობის სერტიფიკატი, როგორც ეს დადგენილია დანართით 3-2 (წარმოშობის სერტიფიკატი), გაცემული უნდა იქნეს მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ (საქართველოს შემთხვევაში – საბაჟო ადმინისტრაცია; ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში – ჰონგ კონგ, ჩინეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი ან ჰონგ კონგ, ჩინეთის მთავრობის მიერ აღიარებული სერტიფიკაციის ორგანოები) ექსპორტიორის ან მწარმოებლის მოთხოვნით, იმ პირობით, რომ ამ თავის დებულებების მიხედვით, საქონელი შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მხარეში წარმოშობის მქონედ.
წარმოშობის სერტიფიკატი უნდა:
შეიცავდეს სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს;
მოიცავდეს ერთ ან მეტ საქონელს ერთ საქონლის პარტიაში;
მიეთითოს, რის საფუძველზე მიიჩნევა საქონელი ამ თავის მიზნებისათვის კვალიფიცირებულად, როგორც წარმოშობის სტატუსის მქონე;
შეიცავდეს უსაფრთხოების მახასიათებლებს, როგორიცაა ხელმოწერების ან შტამპების ნიმუშები, ექსპორტიორი მხარის მიერ იმპორტიორი მხარის რეკომენდაციიდან გამომდინარე; და
შესრულებულ იქნეს ინგლისურ ენაზე.
წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა გადაზიდვამდე ან გადაზიდვის დროს. იგი ძალაშია ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე გაცემის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში.
თითოეული მხარე ატყობინებს მეორე მხარის საბაჟო ორგანოებს თითოეული უფლებამოსილი ორგანოს სახელს პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე შესაბამის საკონტაქტო მონაცემებს და აწვდის თითოეული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოყენებული შესაბამისი ფორმებისა და დოკუმენტების ნებისმიერ უსაფრთხოების მახასიათებლებს ამ ორგანოს მიერ რაიმე სერტიფიკატის გაცემამდე. ზემოხსენებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარის საბაჟო ორგანოს.
წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება გაცემულ იქნეს რეტროსპექტულად ერთი წლის განმავლობაში, გადაგზავნის თარიღიდან და უნდა ფლობდეს წარწერას „გაცემულია რეტროსპექტულად“ და ძალაში დარჩეს გადაგზავნიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ:
იგი არ იქნა გაცემული გადაზიდვამდე ან გადაზიდვის დროს ფორსმაჟორული გარემოებების, უნებლიე შეცდომების, ხარვეზის ან სხვა დასაბუთებული მიზეზების გამო; ან
აღნიშნული მოთხოვნილ იქნა იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც გაცემულ იქნა წარმოშობის სერტიფიკატი, მაგრამ არ იქნა მიღებული იმპორტის დროს.
ექსპორტიორმა ან მწარმოებელმა შეიძლება წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს გასცეს დამოწმებული ასლი იმ პირობით, რომ მანამდე გაცემული დოკუმენტის ორიგინალი დადასტურებულ იქნა, რომ არ იყო გამოყენებული. დამოწმებულ ასლზე უნდა იყოს წარწერა „ორიგინალი წარმოშობის სერტიფიკატის ნომერი -------, თარიღი -------, დამოწმებული ასლი“. დამოწმებული ასლი ძალაშია ორიგინალი წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში.
როდესაც ორივე მხარე კმაყოფილია 21-ე მუხლით განსაზღვრული წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემის სრული გამოყენებით, მხარეები თანხმდებიან იმ თარიღზე, საიდანაც წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემით გაგზავნილი მონაცემები ჩაანაცვლებს პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქაღალდის წარმოშობის სერტიფიკატ