1. წარმოშობის სერტიფიკატი მორიგი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს დაუგეგმავად ან როდესაც იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ამ დოკუმენტების ავთენტურობასთან, საქონლის წარმოშობის სტატუსთან ამ წინამდებარე თავის სხვა მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებმა წარმოშობის შემოწმება შეიძლება განახორციელონ შემდეგი საშუალებებით:

(a) იმპორტიორისგან დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნით;

(b) ექსპორტიორი მხარის საბაჟო ადმინისტრაციისაგან ადმინისტრაციული დახმარების თხოვნით; ან

(c) შემოწმების ვიზიტის განხორციელებით ექსპორტიორი მხარის ტეროტორიაზე, მხარეთა მიერ ერთობლივად დადგენილი წესით.

2. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანომ, რომელიც ექსპორტიორ მხარეს სთხოვს შემოწმებას, უნდა მიუთითოს მიზეზები, წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა დაასაბუთოს შემოწმება.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა იმპორტიორმა, ექსპორტიორმა, მწარმოებელმა ან ექპორტიორმა მხარემ, რომელიც იღებს მოთხოვნას შემოწმების თაობაზე, უნდა უპასუხოს მოთხოვნას დაუყოვნებლივ, შემოწმების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების თარიღიდან ექვს თვეში.

4. თუ ზემოხსენებულ პერიოდში არ იქნება პასუხი მიღებული, ან თუ პასუხი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას დოკუმენტის ან განსახილველი საქონლის წარმოშობის სტატუსის ავთენტურობის დასადგენად, შუამდგომლობის წარმდგენმა საბაჟო ორგანომ შეიძლება უარი უთხრას პრეფერენციულ სატარიფო რეჟიმზ