მე-16 მუხლის (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები) მიუხედავად, მხარემ შეიძლება გაათავისუფლოს ნებისმიერი წარმოშობის მქონე საქონლის ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა საბაჟო ღირებულება არ აღემატება 600 აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტურ ოდენობას ხელშემკვრელი მხარის ვალუტაში.
პირველ პუნქტში გათვალისწინებული ვალდებულებისაგან გათავისუფლება არ გამოიყენება, როდესაც იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილია, რომ იმპორტი წარმოადგენს იმპორტის სერიების ნაწილს, რომელიც გონივრულად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომ განხორციელებულ და ორგანიზებულ იქნა წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენის არიდების მიზნი