1. კონტეინერები და შესაფუთი მასალები, რომლებიც გამოიყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული საქონლის წარმოშობის განსაზღვრისას.

2. შესაფუთი მასალებისა და კონტეინერების წარმოშობა, რომლებშიც შეფუთულია საქონელი საცალო გაყიდვისათვის უგულებელყოფილი უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის განსაზღვრისას, იმ შემთხვევაში, თუ შესაფუთი მასალები და კონტეინერები კლასიფიცირებულია საქონელთან ერთად.

3. მე-2 პუნქტის მიუხედავად, როდესაც საქონელი ექვემდებარება რეგიონალური მნიშვნელობის კრიტერიუმების მოთხოვნებს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საცალო გაყიდვებისათვის გამოყენებული შესაფუთი მასალებისა და კონტეინერების, როგორც წარმოშობის მქონე მასალების ან წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება, შესაბამის შემთხვევაში საქონლის რეგიონალური მნიშვნელობის კრიტერიუმების გამოთვლისა