1. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაწყობების ან მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმების ხარჯები ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე წარმოიქმნა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ ან დროებით დასაწყობებულ საქონელთან დაკავშირებით, ეს ხარჯები ან ღირებულების გაზრდა არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის წარმდგენი პირი წარმოადგენს ამ ხარჯების დამადასტურებელ დამაკმაყოფილებელ დამამტკიცებელს საბუთს.

თუმცა, ოპერაციებში გამოყენებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის საბაჟო ღირებულება, რაოდენობა, ხასიათი და წარმოშობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას.

2. როდესაც სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია იცვლება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმების შედეგად, ოპერაციაში მოქცეული საქონლის თავდაპირველი სატარიფო კლასიფიკაცია გამოიყენება დეკლარაციის წარმდგენი პირის თხოვნით.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შედეგად წარმოქმნილ დამუშავებულ პროდუქტებთან მიმართებაში, ამ ვალის შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობა, დეკლარაციის წარმდგენი პირის თხოვნით, უნდა განისაზღვროს საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების, რაოდენობის, ხასიათისა და წარმოშობის საფუძველზე ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტში.

4. კონკრეტულ შემთხვევებში, იმპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დეკლარაციის წარმდგენი პირის თხოვნის გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული 56(2)-ე მუხლის (h) ქვეპუნქტში მითითებული სატარიფო ზომების გვერდის ავლა.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების ოპერაციის შედეგად წარმოქმნილ პროდუქტებთან ან 261(1)-ე მუხლში მითითებულ შემცვლელ საქონელთან მიმართებაში, იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წარმოებული დამუშავების ოპერაციის ღირებულების საფუძველზე.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქონლის შეღავათიან საბაჟო სატარიფო რეჟიმს, ან იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის შეთავათიანი ტარიფით გადახდას ან მისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ამ რეგულაციის 56(2)-ე მუხლის (d) – (g) ქვეპუნქტების, 203-ე, 204-ე, 205-ე და 208-ე ან 259-262-ე მუხლების შესაბამისად ან საბჭოს 2009 წლის 16 ნოემბრის რეგულაციის No 1186/2009/EC მიხედვით, „რომელიც ადგენს ევროგაერთიანებაში საბაჟო გადასახადის შეღავათიანი ტარიფით გადახდის სისტემას“[3], ეს შეღავათიანი საბაჟო სატარიფო რეჟიმი, შეღავათიანი ტარიფით გადახდა ან გათავისუფლება აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ამ რეგულაციის 79-ე ან 82-ე მუხლების შესაბამისად იმ პირობით, თუ ის უმოქმედობა, რომლის გამოც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, არ წარმოადგენს მოტყუების მცდელობა