1. საბაჟო დავალიანება ექსპორტზე წარმოიქმნება ექსპორტის გადასახადით დასაბეგრი საქონლის ექსპორტის ოპერაციაში ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების ოპერაციაში მოქცევის მეშვეობით.

2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტში.

3. დეკლარაციის წარმდგენი პირი წარმოადგენს მოვალეს. არაპირდაპირი წარდგენის შემთხვევაში, პირი, რომლის სახელითაც დგება საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

თუ დეკლარაცია შედგენილია ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იწვევს მთელი ექსპორტის გადასახადის ან მისი ნაწილის არ აკრეფას, ის პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა, ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, აგრეთვე წარმოადგენს მოვალე