1. საბაჟო დავალიანება იმპორტზე წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის შემდეგი სასაქონლო ოპერაციებიდან ერთ-ერთში მოქცევის მეშვეობით:

(a) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, მათ შორის, იმ დებულებებით, რომლებიც განსაზღვრავს საბაჟო-სატარიფო შეღავათებს პროდუქტის მიზნობრივი გამოყენების შესაბამისად;

(b) დროებითი შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლების პირობით.

2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტში.

3. დეკლარაციის წარმდგენი პირი წარმოადგენს მოვალეს. არაპირდაპირი წარდგენის შემთხვევაში პირი, რომლის სახელითაც დგება საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

იმ შემთხვევაში, როცა დეკლარაცია დგება 1-ლ პუნქტში მთითებულ ერთ-ერთ პროცედურასთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რაც იწვევს მთელი იმპორტის გადასახადის ან მისი ნაწილის არ აკრეფას, ის პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა, ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, აგრეთვე წარმოადგენს მოვალე