1. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა 70-ე მუხლის მიხედვით შეუძლებელია, ის უნდა განისაზღვროს მე-2 პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტებზე თანამიმდევრულად გადასვლით იმ პირველ პუნქტამდე, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა.

მე-2 პუნქტის (c) და (d) ქვეპუნქტების გამოყენების თანამიმდევრობა უნდა შეიცვალოს დეკლარაციის წარმდგენი პირის მოთხოვნის შემთხვევაში.

2. 1-ლი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ღირებულება უნდა იყოს:

(a) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საექსპორტოდ გაყიდული და ექსპორტირებული იმ დროს ან დაახლოებით იმ დროს, როცა ხდება საქონლის შეფასება, იდენტური საქონლის გარიგების ფასი;

(b) საექსპორტოდ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდული და იგივე დროს ან დაახლოებით იგივე დროს, როცა ხდება საქონლის შეფასება, ექსპორტირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი;

(c) იმ საცალო ფასზე დამყარებული ღირებულება, რომლითაც იმპორტირებული საქონელი ან იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი მიეყიდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე უდიდესი ერთიანი მოცულობით იმ პირებს, რომლებიც გამყიდველებთან არ არიან დაკავშირებული; ან

(d) გაანგარიშებული ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგის ჯამისგან:

(i) იმპორტირებული საქონლის წარმოების პროცესში გამოყენებული მასალების და დამზადების ან სხვაგვარი დამუშავების ფასი ან ღირებულება;

(ii) იმ ოდენობის შესაბამისი მოგებისა და საერთო ხარჯების მოცულობა, რომელიც, როგორც წესი, ასახულია იმავე კლასის ან სახეობის საქონლის გაყიდვებში, რომელსაც განეკუთვნება შესაფასებელი საქონელი, რომელიც მზადდება მწარმოებლების მიერ ექსპორტის ქვეყანაში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით;

(iii) 71(1)-ე მუხლის 1(e) ქვეპუნქტში მითითებული კომპონენტების ფასი ან ღირებულება.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ღირებულება შეუძლებელია განისაზღვროს 1-ლი პუნქტის მიხედვით, ის უნდა განისაზღვროს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, იმ გონივრული საშუალებების გამოყენებით, რომლებიც თავსებადია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტის პრინციპებთან და ზოგად დებულებებთან:

(a) შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი ხელშეკრულების VII მუხლის განხორციელებაზე;

(b) ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი ხელშეკრულების VII მუხლი;

(c) ეს თავ