1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უპირველესი საფუძველი არის გარიგების ფასი, ანუ საქონელში რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასი, როცა ხდება მისი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტის სახით გაყიდვა, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო შესწორების შეტანით.
2. რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასი უნდა იყოს ის სრული თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს ან მყიდველმა მესამე მხარეს გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს გამყიდველის სასარგებლოდ იმპორტირებულ საქონელში და რომელიც მოიცავს ყველა გადახდილ ან გადასახდელ თანხას, რაც წარმოადგენს იმპორტირებული საქონლის გაყიდვის პირობას.
3. გარიგების ფასი გამოიყენება იმ პირობით, თუ სრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:
(a) არ არსებობს შეზღუდვები მყიდველის მიერ საქონლის განკარგვაზე ან გამოყენებაზე, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთისა:
(i) ევროკავშირში კანონმდებლობის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ დადებული ან მოთხოვნილი შეზღუდვები;
(ii) იმ გეოგრაფიული არეალის შეზღუდვები, რომელშიც საქონელი შეიძლება გადაიყიდოს;
(iii) ის შეზღუდვები, რომლებიც არსებით გავლენას არ ახდენს საქონლის საბაჟო ღირებულებაზე.
(a) გაყიდვა ან ფასი არ ექვემდებარება გარკვეულ პირობას ან მოსაზრებას, რომლისთვისაც ღირებულების განსაზღვრა შეფასების პროცესში მყოფ საქონელთან მიმართებაში შეუძლებელია;
(b) მყიდველის მიერ საქონლის ნებისმიერი შემდგომი გადაყიდვიდან, განკარგვიდან ან გამოყენებიდან მიღებული ამონაგების არც ერთი ნაწილი არ დაერიცხება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამყიდველს, სანამ არ მოხდება სათანადო კორექტირება;
(c) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები ან მათი ურთიერთობა გავლენას არ ახდენს ფასზ