70-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პროცესში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული არც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტი:
(a) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება მისი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანის შემდეგ;
(b) იმ მშენებლობის, აღმართვის, აწყობის, ტექნიკური მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომელიც სრულდება იმპორტირებული საქონლის, მაგალითად, სამრეწველო ობიექტების, მანქანა-დანადგარების ან აღჭურვილობის, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანის შემდეგ;
(c) საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ დადებული და იმპორტირებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული საფინანსო შეთანხმების საპროცენტო განაკვეთი იმის მიუხედავად, ფინანსებს უზრუნველყოფს გამყიდველი თუ სხვა პირი იმ პირობით, რომ საფინანსო შეთანხმება წერილობით გაფორმდა, და როცა აუცილებლობის შემთხვევაში მყიდველი ადასტურებს, რომ სრულდება შემდეგი პირობები:
(i) ამ საქონლის რეალურად გაყიდვა ხდება დეკლარირებული ფასით, როგორც რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასით;
(ii) მოთხოვნილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება იმ ქვეყანაში გავრცელებული გარიგებების დონეს, სადაც და იმ დროს, როცა ფინანსები იქნა უზრუნველყოფილი;
(d) ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის კვლავწარმოების უფლებასთან დაკავშირებული დანარიცხები;
(e) შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯები;
(f) იმპორტის გადასახადები ან სხვა გადასახადები, რომლებიც ევროკავშირში უნდა იქნეს გადახდილი საქონლის იმპორტის ან გაყიდვის მიზეზით;
(g) 71(1)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის მიუხედავად, მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის განაწილების ან გადაყიდვის უფლებაში გადახდილი თანხები, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს საქონლის ევროკავშირში საექსპორტოდ გაყიდვის პირობა