კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 67-ე მუხლში მითითებული ზომები. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც სათანადოდ არის დასაბუთებული კომბინირებული ნომენკლატურის სწორი და ერთგვაროვანი გამოყენების სწრაფად უზრუნველყოფის საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნა მისაღებია წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.
საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვ