1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. აუქციონში გამარჯვებული პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდვლისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდვლის მიერ თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდვლის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პარგასამტეხლოს.
7. ოქმის მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 21.09.2011
მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
თავი II — მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
მთავარი მონაცემები
- ვადა 30 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესი
- მუხლი 4. მარტვილის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზება
- მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება
- მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 8. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 12. მარტვილის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ინიციატორები და მისი ფორმები
- მუხლი 13. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 14. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება
- მუხლი 15. ქონების სარგებლობაში გაცემის საერთო პირობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №9, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322032/muxli-9/