1. ქონებით სარგებლობის უფლებით გაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის (ქვეყნების) ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
5. ქონების სარგებლობის ფორმით გაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
6. ქონების სარგებლობის ფორმით გაცემის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად