1. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში –
აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს
და გადახდილი ბე არ უბრუნდება.
4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით
გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3
თვისა.
6. იმ შემთხვევაში,თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-11
მუხლით მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-12
მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,მათ შორის,პირგასამტეხლოს.
9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი _
მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით,თუ გამარჯვებული პირი დათ
ქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება
11. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში,თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობი