1. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
2
. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3
. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ამ წესის შესაბამისად.
4
. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნა
გობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება,საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კასპის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
5
. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს კასპის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
6
. კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს კასპის
თვითმმა
რთველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა