1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი კასპის თვითმმართველი ერთეულის
ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე,კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს
.
7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს. მყიდველს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯებ