1. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა ვრცელდება წარმოშობის არმქონე ისეთ საქონელზე, რომელიც გამოიყენება იმ პროდუქტების დასამზადებლად, რომლებისთვისაც საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ან გამოიწერება ევროკავშირსა და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე გარკვეულ ქვეყნებსა ან ტერიტორიებს, ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებს შორის პრეფერენციული შეთანხმების ფარგლებში, ასეთ წარმოშობის არმქონე საქონელთან მიმართებაში საბაჟო დავალიანება იმპორტზე წარმოიქმნება მოცემულ პროდუქტებთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის მიღებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ ვალის შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა განისაზღვროს იგივე პირობებით, რომლითაც იმ საბაჟო დავალიანების შემთხვევაში, რომელიც წარმოიქმნება მოცემული პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის იმავე თარიღზე მიღების შედეგად, საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით.
3. გამოიყენება 77(2)-ე და 77(3)-ე მუხლი. თუმცა, 270-ე მუხლში მითითებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის შემთხვევაში ის პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს მოვალეს. არაპირდაპირი წარდგენის შემთხვევაში, პირი, რომლის სახელითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე წარმოადგენს მოვალე