მუხლი 48. საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები
თავი VII — საბაჟო ვალდებულების წარმოშობა
1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ საქონლით წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.
2. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანავე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები 1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას იმ საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთ საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ საქონლით წარმოებულ საქპრონელდუქტთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას. 2. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინ შებულ საბაჟო ვალდებულებამისთან დაკავშ, ირებული იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპონრტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის იმ დღეს რეგისტრაციის შედეგად, როდესაც შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით დარეგისტრირდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეექსპორტის დეკლარაცია. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანავე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.