მუხლი 53. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების ზოგადი წესები
თავი VII — საბაჟო ვალდებულების წარმოშობა
1. იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისთვის მისი ოდენობა განისაზღვრება შესაბამის საქონელზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება.
3. თუ საბაჟო ორგანო ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ საბაჟო ვალდებულება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მომენტზე ადრე წარმოიშვა, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტად მიიჩნევა ამ ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი უადრესი მომენტ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილია, რომ მპორტის გადასახადის გაანგარიშებისთვის მისი ოდენობა განისაზღვრება შესაბამის საქონელზე საბაჟო ვალდებულების…
…№3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 53-ე მუხლზე, 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლზე. დადგენილია, რომ მომჩივანს, 2018 წელს შემოყვანილ 3 სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ------; ს/ნ…
…საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია. საქართველოს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც…
…საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე 165-ე მუხლზე, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 70-ე მუხლზე, 163-ე მუხლზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე, 53-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272-ე მუხლზე. დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს…
…საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი,…