გადაწყვეტილება №23542/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.08.2024
№ დოკუმენტი 23542/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23542/2/2024

12 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 23.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23542/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. უკანონოდ განკარგულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების და საურავის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №EL253609 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №EL253611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №EL253614 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №EL69050/2204 (№047-2204) საგადასახადო მოთხოვნა;

5. საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №EL69050/2205 (№047-2205) საგადასახადო მოთხოვნა;

6. საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №EL69050/2206 (№047-2206) საგადასახადო მოთხოვნა;

7. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17214 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 572,72 ლარი.

14.06.2024 წლის №EL69050/2204 (№047-2204) საგადასახადო მოთხოვნა - 11 481,82

მათ შორის:

გადასახადი - 7 417,71

აქციზის გადასახადი საბაჟო - 7 179,6

იმპორტის გადასახადი - 268,11

საურავი - 4 064,11

14.06.2024 წლის №EL69050/2205 (№047-2205) საგადასახადო მოთხოვნა - 4 258,34

მათ შორის:

გადასახადი - 2750,87

აქციზის გადასახადი საბაჟო - 2596,2

იმპორტის გადასახადი - 154,77

საურავი - 1 507,47

14.06.2024 წლის №EL69050/2206 (№047-2206) საგადასახადო მოთხოვნა - 10 123,47 მათ შორის:

გადასახადი - 6 539,71

აქციზის გადასახადი საბაჟო - 6 285,3

იმპორტის გადასახადი - 2 54,41

საურავი - 3 583,76

14.06.2024 წლის №EL253609 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 7 417,71

14.06.2024 წლის №EL253611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 2 750,87

14.06.2024 წლის №EL253614 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 6 539,71

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა 24.05.2024 წლის №-----/21-10 განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2018 წელს შემოყვანილ 3 სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ------; ს/ნ ------;ს/ნ ------;) არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები.

მითითებული განცხადების საფუძველზე დაწყებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წელს (12.09.2018; 28.08.2018; 31.08.2018) და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 27 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი და 13 ნოემბერი, რაც არ შესრულებულა.

სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ ------; ს/ნ ------;ს/ნ ------;) გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის მომჩივანს, 31.12.2021 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით (№ELC13772; №ELC13834; №ELC13835) დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტზე, 14.06.2024 წლის №EL253609, №EL253611 და №EL253614 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები (№EL69050/2204; №EL69050/2205; №EL69050/2206), რომლებითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი.

14.06.2024 წლის №EL253609, №EL253611 და №EL253614 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL69050/2204; №EL69050/2205; №EL69050/2206 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.07.2024 წლის №17214 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 53-ე მუხლზე, 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივანს, 2018 წელს შემოყვანილ 3 სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ------; ს/ნ ------;ს/ნ ------;) არ განუხორციელებია საბაჟო ფორმალობები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, რისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და დარიცხული თანხა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებზე და ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით სადავო დარიცხვა მიაჩნია უკანონოდ.

ხანდაზმულობა არის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა საგადასახადო ორგანოს მიერ, როგორც თანხების დამატებით დარიცხვის, ასევე საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა და გადასახადის იძულებით გადახდევინების შესაძლებლობა (მათ შორის ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითაც (იხ. ----ის გადაწყვეტილება), კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა იმპერატიული ხასიათისაა.

საგადასახადო/საბაჟო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეები, მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამცირონ ან გაზარდონ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შეცვალონ მისი გამოთვლის წესი. შესაბამისად იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2018 წელს, 2024 წელს გამოცემული ყველა სადავო აქტი (საგადასახადო მოთხოვნები და სამართალდარღვევის ოქმები) არის ხანდაზმული. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს ხანდაზმულობის ინსტიტუტი, რომელიც არის შემბოჭვადი ხასიათის და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკრძალავს საგადასახადო ორგანოს გარკვეული ქმედებების განხორციელებას, მათ შორის როგორც დარიცხვის, ასევე მისი თანმდევი შედეგის იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17214 ბრძანება, საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2024 წლის №047-2204, №047-2206 და 047-2205 საგადასახადო მოთხოვნები და №EL253611, №EL253609 და EL253614 სამართალდარღვევის ოქმები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო, მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17214 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეიობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. უკანონოდ განკარგულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების და საურავის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წელს (12.09.2018; 28.08.2018; 31.08.2018) და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 27 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი და 13 ნოემბერი, რაც არ შესრულებულა. სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის მომჩივანს, 31.12.2021 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით (დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტზე, 14.06.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.07.2024 წლის №17214 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო, მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 172;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილება