მუხლი 172. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება
თავი XXX — საბაჟო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
მთავარი მონაცემები
განაკვეთი100 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 172. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება 1. საბაჟო ოპრგანოსთან შცედუთანხმებელრი ქმს/რედება ან ქსაბაჟო პროცედურტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, – იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-745(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…0.5ლ.-იანი 12... და 0.7ლ.-იანი 216...). აგრეთვე, დათვალიერებისას აღმოჩენილია სხვა საქონელი (... „... “ 40%-იანი 0.7ლ.-იანი 36...). გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 2020 წლის 11 ივნისს, შპს „...ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე…
საქმე №ბს-264(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…დეკლარაციით. შესაბამისად, დანაკლისმა შეადგინა 10 ერთეული.... აღნიშნული დანაკლისი საბაჟო ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონლად. საბაჟო საწყობს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ს“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი…
საქმე №ბს-626(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
…ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება იწვევდა ვალდებული პირის დაჯარიმებას (ამჟამად ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს 28.06.2019წ. საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი). სადავო ოქმების მიხედვით, შპს „ჯ...ი“ ახორციელებდა მეთანოლის (მეთილის სპირტი), პროპილენის და ბუტანის გადაზიდვას. შემოწმებისას საგადასახადო…
…ფაქტობრივი წონა იყო 586 955 კგ. შესაბამისად, საქონლის დანაკლისმა შეადგინა 25 514 კგ. საქონლის უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტზე მომჩივანს, 2026 წლის 25 აპრილის N EL313421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 20 962.67 ლარის ოდენობებით. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის…
…განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 9 ივლისს შედგენილ იქნა N EL319784 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14449.80 ლარი. ამასთან ერთად, იმავე დღეს გამოიცა N…
…გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა,,----- “ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 13 ივლისს შედგა N EL320324 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (ს/ნ -----) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 309.38 ლარის ოდენობით. 2026 წლის 13 ივლისს გამოიცა N…
…ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა N ELC60635, N ELC60637, N ELC60639 და N ELC60641 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის…