გადაწყვეტილება №28152/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.11.2026
№ დოკუმენტი 28152/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28152/2/2026

04 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-----“-ის 22.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28152/2/2026).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N ELC51307 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N ELC51308 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N EL77777/933 (007-933) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 04.08.2026 წლის N 17676 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 10 557,73 ლარი.

19.05.2025 წლის N EL77777/933 (007-933) საგადასახდო მოთხოვნა - 4 839,03 ლარი;

მათ შორის:

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 4 494 ლარი;

იმპორტის გადასახადი - 224,7 ლარი;

საურავი - 120,33 ლარი;

19.05.2025 წლის N ELC51307 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 4 718,7 ლარი;

19.05.2025 წლის N ELC51308 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1 000 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების (გამოცხადების) ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N ELC51308 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ხოლო, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევის ან სხვა ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N ELC51307 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. ასევე, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N EL77777/933 (007-933) საგადასახადო მოთხოვნა და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები და საურავი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 04.08.2026 წლის N 17676 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის 24.09.2026 წლის N ----- წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 04.08.2026 წლის N 17676 ბრძანება ადრესატს ჩაბარდა 18.08.2026 წელს, კერძოდ გზავნილი ჩაიბარა მომჩივნის მინდობილმა პირმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 04.08.2026 წლის N 17676 ბრძანების გასაჩივრების ბოლო დღე იყო 07.09.2026 წელი, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 22.09.2026 წელს (ჩაბარებულია კანცელარიაში რეგისტრაციის N -----/-----), მისი გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

შემოსავლების სამსახურის 04.08.2026 წლის N 17676 ბრძანების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით მომჩივანს არგუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს, ხოლო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე კომუნიკაცია ვერ განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 04.08.2026 წლის N 17676 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადისა და საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევის გამო, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი თანხა და საურავი. აღნიშნული სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაც დარჩა განუხილველად, რაც შემდგომ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 165;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე); 299(10);.