მუხლი 165. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა
თავი XXX — საბაჟო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
მთავარი მონაცემები
თანხა50 ლარის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 165. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ გდამოეკიყსრენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-214(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
…საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კი 2022 წლის 27 მაისს დაუსწრებლად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლითაც ტ.ბ-ეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.…
…უფლებამოსილი პირის მიერ, 2026 წლის 24 აპრილს შედგენილ იქნა N ELC60636, N ELC60638, N ELC60640 და N ELC60642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის…
…გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 12 იანვარს შედგენილი №ELB057792 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით…
…გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი N ELC55298 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს…
…ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა N EL317844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი…
…საშუალებების დეკლარირება/საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა, 2024 წლის 19 მარტს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი N ELC34129 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, ----- 2025 წლის 24 იანვრის N -----…