2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება რეექსპორტში მოქცეულად.
3. რეექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.
4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საბაჟო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
5. რეექსპორტის დასრულება დასტურდება დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან