2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. ექსპორტისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტებ