2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3. დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარა