ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი(მესაკუთრე);
ბ) მარკა, მოდელი;
გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
დ) ფერი;
ე) გამოშვების წელი;
ვ) ძრავის ნომერი;
ზ) ძარის ნომერი;
თ) ტრანზიტული ნომერი;
ი) საწვავის ტიპი;
კ) დასაშვები წონა;
ლ) დაუტვირთავი წონა;
მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;
ნ) ძრავის მოცულობა;
ო) ზუსტი მოცულობა;
პ) შასის ნომერი;
ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება;
რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება, ხოლო ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გამოვლენის შემთხვევაში – ასევე ინფორმაცია საჭის გადატანის ფაქტის გამოვლენის შესახებ;
ს) გადასახდელების გაანგარიშება;
ტ) სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია);
უ) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასი.
2. სპეციალისტს უფლება აქვს, შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომრებზე ან თანმხლებ დოკუმენტებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი ან/და შეუძლებელია მათი ამოკითხვა, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს საექსპერტო შემოწმებას.
5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საბაჟო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.
6. დათვალიერების აქტი დგება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. დათვალიერების აქტი მატერიალური დოკუმენტის სახით გაიცემა დეკლარანტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები;
8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.
9. საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მომართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დათვალიერების აქტში დამატებით ასახოს:
ა) სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული, საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში შენახვის ხარჯები ან/და მისი გადაზიდვის მომსახურების საზღაური;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა და საზღაურის გადახდის მიზნით, საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დათვალიერების აქტში ასახვა ხორციელდება საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს არ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული ინფორმაციის უზუსტობაზე.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას. ამასთან, ინფორმაციის ასახვაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო ასევე არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარის თქმის საფუძველ