2. საექსპერტო შემოწმების ან/და საქონლის დეკლარირების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.
3. საბაჟო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზ