2. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას, საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი, საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან (საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა) თანხვედრის შემთხვევაში, საექსპერტო შემოწმებისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – დათვალიერების აქტის შედგენას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის გარეშე;
ბ) „ყვითელი დერეფანი“ – დათვალიერების აქტის შედგენას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, დეკლარანტი ვალდებულია, საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ან ასეთი გარემოების არარსებობის დასადასტურებლად, სააგენტოს საექსპერტო შემოწმებისათვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში (ვადა აითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების წარდგენის დღიდან) წარუდგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გაცემული დასკვნა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;
გ) საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი.
4. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დასადგენად, მომსახურების გაწევის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, ვიზუალური დაკვირვების შედეგად, თუ წარმოიშვა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საჭე მარცხენა მხარეს გადატანილია ან/და სხვა გარემოების არსებობისას, მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან (საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა) თანხვედრა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ:
ა) დეკლარანტი წერილობით დაადასტურებს ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანას;
ბ) სააგენტოში ელექტრონული ან მატერიალური სახით დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს თანამშრომელი იყენებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ასეთ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომლის მიერ მითითებული დოკუმენტი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რისკის პროფილები და შემუშავების კრიტერიუმები წარმოადგენს სამსახურებრივი სარგებლობის შიდაუწყებრივ ინფორმაციას და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.
7. რისკის პროფილებს შეიმუშავებს სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმები