2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.

3. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას, საქონლის დეკლარირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის მოთხოვნიდან, შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენამდე, მაგრამ არაუმეტეს დოკუმენტის წარდგენისათვის ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადისა, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვევა საქონლის დეკლარირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, საქონლის დეკლარირების ვადის დენა განახლდება მომდევნო სამუშაო დღეს.

თავი II

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წე