ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურაში ან რეექსპორტში მოსაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

2. საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე:

ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;

ბ) რომელსაც წინმსწრები საბაჟო პროცედურის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება (გარდა დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტის გადასახდელების გაანგარიშების მიზნით, საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის დებულებები.

4. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით.

5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული მონაცემები ასახოს დათვალიერების აქტშ