ა) კონტროლის ზონა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია, რომლებიც წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას;
ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საბაჟო ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებსაც განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;
ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საბაჟო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული კონტროლის ზონა, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;
ზ) ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
თ) სპეციალისტი – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც სააგენტოს დებულების ან/და სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებასж
ი) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;
კ) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის პროცედურებისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის პროცედურისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;
ლ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;
მ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;
ნ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საქონლის დეკლარირებისათვის წარსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ო) საფასური – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
პ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენების განზრახვას;
ჟ) დეკლარაცია – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია“;
რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
ს) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;
ტ) საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენა – საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ან ასეთი გარემოების არარსებობის დადასტურება იმპორტის გადასახდელების გაანგარიშების მიზნი