1. განცხადების საფუძველზე, დეკლარაციის წარმდგენ პირს შეუძლია განცხადების წარდგენის შემდეგ შეცვალოს რეექსპორტის შესახებ შეტყობინების ერთი ან მეტი მონაცემი.

შეუძლებელი უნდა იყოს შესწორებების შეტანა მას შემდეგ, რაც:

(a) საბაჟო ორგანოები აცნობებენ პირს, რომელმაც შეიტანა რეექსპორტის შესახებ შეტყობინება, რომ ისინი აპირებენ საქონლის შემოწმებას;

(b) საბაჟო ორგანოები დაადგენენ, რომ რეექსპორტის შესახებ შეტყობინების ერთი ან მეტი დეტალი არის არაზუსტი ან არასრული;

(c) საბაჟო ორგანოებს უკვე გაშვებული აქვთ საქონელი გასატანად.

2. თუ საქონელი, რომლისთვისაც წარდგენილი იყო რეექსპორტის შესახებ შეტყობინება, არ გადის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანოები გააუქმებენ ამ შეტყობინებას რომელიმე ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის განცხადებისთანავე;

(b) შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის ვადაშ