1. თუ 270(3)-ე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი გადის ევროკავშირის ტერიტორიიდან და აღნიშნულ საქონელზე გაუქმებულია გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, წარდგენილ უნდა იქნეს შეტყობინება რეექსპორტის შესახებ.
2. რეექსპორტის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება საქონლის ევროკავშირის საზღვრებიდან გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში, გასვლისას საქონლის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის მიერ 267(2)-ე მუხლის შესაბამისად.
3. რეექსპორტის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც საჭიროა თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის შესასრულებლად ან დროებითი დასაწყობების დასასრულებლად.
საბაჟო ორგანოებისთვის შეიძლება მისაღები იყოს, რომ სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარსადგენად, თუ ისინი შეიცავს საჭირო მონაცემებს ასეთი შეტყობინებისთვის და თუ აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ამოღებამდე.
4. რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარდგენის ნაცვლად საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან შეტყობინების წარდგენა და რეექსპორტის შესახებ შეტყობინების მონაცემების წვდომა ეკონომიკური ოპერატორის კომპიუტერულ სისტემაშ