1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ევროკავშირის საქონელი უნდა მოექცეს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
2. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილ ევროკავშირის საქონელზე:
(a) საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე;
(b) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე მას შემდეგ, რაც ის მოექცევა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სასაქონლო ოპერაციაში;
(c)მიწოდებულ საქონელზე, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ის და აქციზის გადასახადისგან როგორც საჰაერო ან საზღვაო მიწოდება, საჰაერო ხომალდის ან გემის დანიშნულების ადგილის მიუხედავად, რომლისთვისაც საჭიროა ასეთი მიწოდების მტკიცებულება;
(d) შიდა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე;
(e) 155-ე მუხლის თანახმად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან დროებით გატანილ საქონელზე.
3. საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული ფორმალობები ვრცელდება მე-2 პუნქტის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებზ