1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი დაექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოებმა შეიძლება განსაზღვრონ მარშრუტი და ვადა, რომელიც უნდა იქნეს დაცული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს.

2. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი წარედგინება საბაჟოს გასვლის დროს ერთ-ერთი ქვემოთ აღნიშნული პირის მიერ:

(a) პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან;

(b) პირი, რომლის სახელითაც მოქმედებს პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან;

(c) პირი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა საქონლის გადატანაზე ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან მის გასვლამდე.

3. საქონელი, რომელიც გასატანია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან დაექვემდებარება:

(a) გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ ჩათვლას ან ანაზღაურებას;

(b) ექსპორტის ანაზღაურების გადახდას;

(c) ექსპორტის გადასახადის აკრეფას;

(d) ფორმალობებს, რომელიც საჭიროა მოქმედი დებულებების თანახმად სხვა გადასახადებთან დაკავშირებით;

(e) აკრძალვების და შეზღუდვების გამოყენებას, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივ მორალს, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას, გარემოს დაცვას, ეროვნული საგანძურის დაცვას, რომელსაც გააჩნია ხელოვნების, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულება და სამრეწველო და კომერციული ქონების დაცვას, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, ინტელექტუალური უფლებების და ფულადი სახსრების დამრღვევი საქონლის კონტროლს ისევე, როგორც თევზჭერის კონსერვაციის და მართვის ღონისძიებების და კომერციული პოლიტიკის ღონისძიებების დანერგვას.

4. საქონლის გაშვება გასატანად სანქცირებული იქნება საბაჟო ორგანოების მიერ იმ პირობით, თუ საქონელი გატანილი იქნება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან იგივე პირობებით, როგორც:

(a) საბაჟო ან რეექსპორტის დეკლარაციის მიღების დროს; ან

(b) გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის შეტანის დრო