კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:
(a) 263(1)-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ვადა, რომლის დროსაც წარდგენილ უნდა იქნეს გასვლისწინა დეკლარაცია, ვიდრე მოხდება საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, გადაზიდვების სახეობის გათვალისწინებით;
▼C2
(b) სპეციალური შემთხვევები, როდესაც გასვლისწინა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მოხსნილია 263(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად.