1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურის შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის დროებითი ექსპორტი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, დამუშავების ოპერაციების გავლის მიზნით. აღნიშნული საქონლიდან წარმოშობილი დამუშავებული პროდუქცია შეიძლება გაიშვას თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახადისგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დამკვიდრებული ავტორიზაციის მქონე პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენისთანავე, თუ აღნიშნულმა პირმა მიიღო ავტორიზაციის მქონე პირის თანხმობა და სრულდება ავტორიზაციის პირობები.
2. დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ არ იქნება ნებადართული ქვემოთ მოცემული ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლისთვის:
(a) საქონელი, რომლის ექსპორტი იწვევს გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ ჩათვლას ან ანაზღაურებას;
(b) საქონელი, რომელიც ექსპორტამდე გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გადასახადისგან გათავისუფლებით ან შემცირებული საბაჟო გადასახადის განაკვეთით, მისი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების საფუძველზე, ვიდრე არ შესრულდება ასეთი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულმა საქონელმა უნდა გაიაროს შეკეთების ოპერაციები;
(c) საქონელი, რომლის ექსპორტი იწვევს ექსპორტის ანაზღაურებას;
(d) საქონელი, რომელთან მიმართებაშიც მინიჭებულია ფინანსური შეღავათი, გარდა (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნებისა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული საქონლის ექსპორტის საფუძველზე.
3. საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს დროებით ექსპორტირებული საქონლის ხელახალი იმპორტი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავებული პროდუქციის ფორმით და გაშვებული იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში, რათა ისარგებლოს იმპორტის გადასახდელისაგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლებით. მათ შეიძლება გაახანგძლივონ აღნიშნული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზ