გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრულია ევროკავშირის კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს, საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობას ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის საშუალო რაოდენობას დამუშავების ოპერაციებისთვის ან სადაც საჭიროა, ასეთი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდს.
საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის საშუალო რაოდენობა განისაზღვრება ფაქტიური ვითარებების საფუძველზე, რომელშიც ხორციელდება ან უნდა განხორციელდეს დამუშავების ოპერაციები. აღნიშნული რაოდენობა შეიძლება დარეგულირდეს, სადაც საჭიროა, 28-ე მუხლის შესაბამისად.
სექცია 2
შიდა გადამუშავე