1. საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი უნდა იქნეს რეექსპორტირებული ან მოქცეული მომდევნო სასაქონლო ოპერაციაში. ასეთი პერიოდი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს ავტორიზებული გამოყენება.
2. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაში საქონელი შეიძლება მოქცეული იყოს დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იგივე მიზნისთვის და იგივე ავტორიზაციის მქონე პირის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება 24 თვე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცედურა შესრულდა საქონლის სხვა სპეციალურ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის და შემდგომ დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შედეგად.
3. თუ, გამონაკლის შემთხვევებში, ვერ მიიღწევა ავტორიზებული გამოყენება 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პერიოდში, საბაჟო ორგანოებს აქვთ უფლება გააგრძელონ აღნიშნული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის მიერ დასაბუთებული განცხადების შეტანის შემდეგ.
4. მთლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქონელი შეიძლება დარჩეს დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში, არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გარდ