მუხლი 137. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება
თავი XXII — დროებით შემოტანის პროცედურა
1. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი რეექსპორტის განხორციელების პირობით შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
2. დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.
3. იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში.
5. დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში.
6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…თანხის შემცირება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები საკუთარი…
…და საურავის ერთად გავრცელება საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია. ამასთან, მოსარჩელე დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჯარიმისა და საურავის დარიცხვას საგადასახადო კოდექსის 129-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლით საბაჟო გადასახდელების ადმინისტრირება განსაზღვრულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის IV-VI კარების მიხედვით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 129-ე და…
…და მხოლოდ ცნობის გაცემა განპირობებული იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 91-ე მულის მოთხოვნიდან გამომდინარე, რომლის თანახმად საბაჟო ორგანოებს არ ჰქონდათ დეკლარაციის შეცვლის უფლება. ამასთან, საბაჟო ორგანოების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლით მინიჭებული უფლება, რის საფუძველზეც გადაანგარიშებული და დამატებით გადახდევინებული იქნა გადასახადები 2004 წლის 9 აპრილის სატვირთო…
…მოსარჩელის განმარტებით, როგორც საგადასახადო მოთხოვნის შინაარსიდან ირკვევა, გადასახდელად დარიცხული თანხა არის ჯარიმა, რომელიც დარიცხულია საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის დაგვიანებით გაფორმებისათვის, საბაჟო კოდექსის 74-ე და 137-ე მუხლების, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის ¹45 ბრძანების საფუძველზე, რაც არასწორია, ვინაიდან, არც საბაჟო…
…საგადასახადო დავალებები და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება მათი საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშებიდან გადასახადის გადახდის თაობაზე. აღნიშნული მუხლი შედიოდა საგადასახადო კოდექსის XIV კარში, რომელზეც მითითებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილში. აღნიშნული კარის ნორმები კი, მართალია, ადგენდა გადასახადების ადმინისტრირების წესებს, მაგრამ არ ითვალისწინებდა…
…შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ…
…დროებით შემოტანისას. 3. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება არ ექვემდებარება საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევისათვის გათვალისწინებულ ფორმალობებს. მუხლი 3. დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დროებით შემოტანის პროცედურაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა: ა) აქციზური საქონელი…