მუხლი 140. ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა
თავი XXII — დროებით შემოტანის პროცედურა
1. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, კუთვნილი გადასახდელი თანხა ერთდროულად, ამ ნაწილით დადგენილ ვადაში გადაიხადოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადასახდელი თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შესაბამისი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.
თავი XXIII. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედუ
მთავარი მონაცემები
განაკვეთი3 პროცენტით
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 197-ე მუხლის 4 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 140-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272–ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.…
…გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის…