გადაწყვეტილება №25079/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 25079/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25079/2/2025

14 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: (უსფ) შპს “------" (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 02.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება (უსფ) შპს “----” 14.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).

 

დავის საგანი:

საურავის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის N EL-----/12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 მარტის N 5405 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

საურავი - 5 691.53 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2025 წლის 4 თებერვალს მომჩივანმა N -----/21-10-21 განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ და ითხოვა ექსკავატორის ----- (VIN კოდი -----) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2015 წლის 1 სექტემბრის N -----/C----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეული იყო დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში. დროებითი შემოტანის ვადად, რომლის განმავლობაშიც ეს ექსკავატორი უნდა მოქცეულიყო სხვა სასაქონლო ოპერაციაში, განსაზღვრული იყო 2015 წლის 18 ოქტომბერი.

საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევის გამო, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისის“ 2025 წლის 4 თებერვლის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ამავე დღეს გამოიცა N EL-----/12 საგადასახადო მოთხოვნა საურავის (5691,53 ლარი) დარიცხვის თაობაზე (სავადო პერიოდი: 18.10.2015 - 18.10.2018).

მომჩივანმა N EL-----/12 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 24 მარტის N 5405 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 197-ე მუხლის 4 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 140-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272–ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებამდე მომჩივანს უკვე დარღვეული ჰქონდა 2015 წლის პირველი სექტემბრის N -----/C----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული დროებითი შემოტანის ვადა.

ვინაიდან მომჩივანმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავის დარიცხვა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დარიცხული საურავის ოდენობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

2015 წლის პირველ სექტემბერს დარეგისტრირდა დროებით შემოყვანის საბაჟო დეკლარაცია A-----/C----- ტვირთზე ექსკავატორი -----, 2015 წლის 19 ოქტომბრამდე ვადით.

2015 წლის 7 აპრილს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ექსკავატორი სარემონტოდ გადაყვანილ იქნა შპს „-----“ კუთვნილ საქმიან ეზოში, აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ექსკავატორზე განხორციელებული არასათანადო სამუშაოების შესრულების გამო, მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება. ვინაიდან დავა ეხებოდა ექსკავატორზე შესრულებულ სარემონტო სამუშაოს შპს „-----“ უარს აცხადებდა ექსკავატორის კომპანიისათვის დაბრუნებაზე. უთანხმოება კომპანიებს შორის გადაიზარდა გრძელვადიან სასამართლო დავაში. შპს ,,-----" და ,,-----" წარადგინა შესაბამისი სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული ტექნიკის გადაცემის მოთხოვნით.

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ექსკავატორის ----- პირდაპირი მფლობელობაში გადაცემაზე და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ აღნიშნული ტექნიკის მფლობელობაში გადაცემაზე.

დავამ გაიარა სასამართლოს სამი ინსტანცია. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმეჯერ აცნობეს საბაჟოს, კერძოდ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზთა გამო, არ აქვს ექსკავატორის ფიზიკური ფლობის შესაძლებლობა სასამართლო დავის საბოლოოდ დასრულებამდე.

სასამართლო დავა დასრულდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით. შესაბამისად ტექნიკა კომპანიას დაუბრუნდა 2022 წლის 22 აგვისტოს მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე.

2025 წლის 4 თებერვალს გააფორმეს ექსკავატორი ----- იმპორტის რეჟიმში, საბაჟო დეკლარაცია A-----/C----- და საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა საურავი 5691.53 ლარი.

მომჩივანი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის ბრძანებაზე, სადაც წერია შემდეგი: „მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებამდე მომჩივანს უკვე ჰქონდა დარღვეული 2015 წლის 1 სექტემბრის N A-----/C----- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული დროებითი შემოტანის ვადა.

განმარტავს, რომ დეკლარაციის მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 19 ოქტომბრამდე და მის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილ 2022 წლის 10 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაში მითითებულია, რომ სასამართლოში საქმე აღძრულია 2015 წლის 21 აგვისტოს.

2015 წლის 24 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით: შპს „-----“ საბანკო ანგარიშებს და ქონებას დაედო ყადაღა და როგორც აღნიშნა სასამართლო დავა გაგრძელდა სხვადასხვა ინსტანციებში 2022 წლის 22 აგვისტომდე.

ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდეს დარიცხული საურავის ოდენობა.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 ნაწილების თანახმად:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

2 1 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N 13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების შესახებ“ მეთოდური მითითების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

დადგენილია, რომ მომჩივანმა 2015 წლის 1 სექტემბერს დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ სატრანსპორტო საშუალებაზე (ექსკავატორი ----- (VIN კოდი -----)) დაარღვია საბაჟო პროცედურის პირობები, განსაზღვრულ ვადაში (2015 წლის 18 ოქტომბერი), ექსკავატორი უნდა მოექცია სხვა სასაქონლო ოპერაციაში.

საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანმა 2025 წლის 4 თებერვალს N -----/21-10-21 განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისს“ და ითხოვა ექსკავატორის ------ (VIN კოდი -----) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 4 თებერვლის N ----- შეტყობინებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, კერძოდ, დღგ - 10 386 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2025 წლის N EL-----/12 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად ასევე განესაზღვრა საურავი, დარიცხვის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლი. საურავი დარიცხულია 18.10.2015 წლიდან 18.10.2018 წლის სავადო პერიოდზე.

მომჩივანი მიუთითებს საჩივარზე წარმოდგენილ ტექნიკის გადაცემისა და ჩაბარების შესახებ, 2022 წლის 22 აგვისტოს აქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ „ტექნიკაზე მხარეთა შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, დღეის მდგომარეობით მხარეებმა შეასრულეს სასამართლო გადაწყვეტილება და მხარეთა შორის ყოველგვარი დავა აღნიშნული ტექნიკის შესახებ შესრულებულია“, შესაბამისად მომჩივანი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დაუკორექტირდეს დარიცხული საურავი.

საბჭო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საურავი ერიცხება გადაუხდელი გადასახადების და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის სხვაობას. შესაბამისად, შეუძლებელია პირს იმპორტის გადასახდელზე (დღგ) ერიცხებოდეს საურავი, იმ პერიოდიდან (2015 წლის 18 ოქტომბრიდან), როდესაც მას არ ჰქონდა დარიცხული იმპორტის გადასახდელი (დღგ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს საურავი გაიანგარიშოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურისა 2025 წლის 24 მარტის N 5405 ბრძანება;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს სადავო საურავის ნაწილში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დარიცხვის კორექტირება (შემცირება) და მისი ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საურავის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

სატრანსპორტო საშუალება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით მოქცეული იყო დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში და დროებითი შემოტანის ვადად, რომლის განმავლობაშიც ეს ექსკავატორი უნდა მოქცეულიყო სხვა სასაქონლო ოპერაციაში განსაზღვრული იყო კონკრეტული ვადა, რისი შესრულებაც არ დასტურდება. ექსკავატორზე განხორციელებული არასათანადო სამუშაოების შესრულების გამო, მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება რომელიც გადაიზარდა გრძელვადიან სასამართლო დავაში. ვინაიდან მომჩივანმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს საურავი გაიანგარიშოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 272;